განგრძობადი აგრო ფორუმი
ფორუმის სემინარები შედგება სამი ნაწილისგან:
1) კონკრეტული დარგობრივი მიმართულება;
2) სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების პროპაგანდა;
3)პრობლემატური საკითხების იდენტიფიკაცია და ანალიზი ბიზნესის, სამართლებრივი და საგადასახადო გარემოს მიმართულებით;
სასოფლო სამეურნეო განვითარების და რესურსის გათვალისიწნებით, სემინარის თემა სხვადასხვა რეგიონებში განვსაზღვრეთ შესაბამისად:
- რძის პირველადი წარმოება და დამუშავება, რძის პროდუქტების დამზადება (სამცხე-ჯავახეთი, კახეთი);
- მეფუტკრეობა (სამეგრელო);
- თევზის მოშენება-მოვლა შიდა წყლებში (შიდა ქართლი);
- ციტრუსი (აჭარა);
- მეთხილეობა (სამეგრელო, გურია);
- მევენახეობა/მეღვინეობა (კახეთი).
ფორუმი მიმდინარეობს ძალიან საინტერესოდ. შეინიშნება დიდი აქტივობა და დაინტერესება განსაკუთრებით მცირე მეწარმეებისა და დამწყები ფერმერების მხრიდან. ფორუმის მონაწილეები არიან მოტივირებულნი და სურთ თავისი პოტენციალის სრულად რეალიზება.