Consulting Office for Human Development
January 3, 2019

განგრძობადი აგრო ფორუმი

ფორუმის სემინარები შედგება სამი ნაწილისგან:

1) კონკრეტული დარგობრივი მიმართულება;

2) სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების პროპაგანდა;

3)პრობლემატური საკითხების იდენტიფიკაცია და ანალიზი ბიზნესის, სამართლებრივი და საგადასახადო გარემოს მიმართულებით;

სასოფლო სამეურნეო განვითარების და რესურსის გათვალისიწნებით, სემინარის თემა სხვადასხვა რეგიონებში განვსაზღვრეთ შესაბამისად:

  • რძის პირველადი წარმოება და დამუშავება, რძის პროდუქტების დამზადება (სამცხე-ჯავახეთი, კახეთი);
  • მეფუტკრეობა (სამეგრელო);
  • თევზის მოშენება-მოვლა შიდა წყლებში (შიდა ქართლი);
  • ციტრუსი (აჭარა);
  • მეთხილეობა (სამეგრელო, გურია);
  • მევენახეობა/მეღვინეობა (კახეთი).

ფორუმი მიმდინარეობს ძალიან საინტერესოდ. შეინიშნება დიდი აქტივობა და დაინტერესება განსაკუთრებით მცირე მეწარმეებისა და დამწყები ფერმერების მხრიდან. ფორუმის მონაწილეები არიან მოტივირებულნი და სურთ თავისი პოტენციალის  სრულად რეალიზება.